ააიპ "რეგიონების განვითარების ფონდი" (RDF) წარმოადგენს თავისუფალ, მიუკერძოებელ ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნდა 2015 წლის 30 აპრილს დამფუძნებელთა/პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით და მოემსახურება შემდეგ მიზნებს:

 

საქართველოს რეგიონების განვითარების მაჩვენებლის ამაღლება

საქართველოში სამოქალაქო პასუხისმგებლობის დონის ამაღლება

ახალგაზრდებისგან დაცლილი რეგიონების პატრონაჟი და განვითარება

საერთაშორისო ფონდების მოძიების პარალელურად, საქართველოს დასაქმებული საზოგადოების მხარდაჭერით, ქართული, "რეგიონების განვითარების ფონდის" შექმნა და მისი ეფექტიანი განკარგვით ფილანტროპიის პოპულარიზაცია.

 

ჩვენ, ორგანიზაციის გუნდს, არა ერთი წელია, რეგიონი და ახალგაზრდობის საკითხები გვაერთიანებს, რასაც ჩვენი ამ სფეროში მოღვაწეობის გამოცდილება და განხორციელებული პროექტები ადასტურებს. ჩვენთვის, რეგიონების განვითარების/გაძლიერების იდეა უალტერნატივო პრიორიტეტია და სწორედ ახლად შექმნილი ორგანიზაციით გვსურს, ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა რეგიონების წინაშე.

ჩვენი გუნდის წევრია - თითოეული პიროვნება, ვისთვისაც რეგიონის განვითარება და სიძლიერე ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა.
გვჯერა, რომ თანამშრომლობით და თანმიმდევრულობით ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება შეგვიძლია!