არასამთავრობო ორგანიზაცია "რეგიონების განვითარების ფონდი" კონრად ადენაუერის ფონდის პროექტის მხარდაჭერით "დიალოგი პროგრესისათვის" 8 დან - 22 აგვისტომდე ახორციელებს პროექტს, ქალაქ ამბროლაურსა და ონის მუნიციპალიტეტებში თემაზე: რაჭის რეგიონში ახალგაზრდა ლიდერთა და ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ხელშეწყობა, სახელმწიფოს ახალგაზრდული პოლიტიკის იმპლემენტაციასა და ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობაში ჩართვა.

14 აგვისტოს, ახალგაზრდები სახელმწიფო რწმუნებულს–გუბერნატორს პაპუნა მარგველიძეს, მოადგილე ლევან ქვათაძესა და ქალაქ ამბროლაურის მერს რატი ნამგალაძეს შეხვდნენ.

შეხვედრის ძირითადი თემა ახალგაზრდული აქტივობების გაძლიერებასა და მხარეში მიმდინარე პროცესებში მათი ჩართულობის გააქტიურებას შეეხებოდა.

მერმა რატი ნამგალაძემ ახალგაზრდებთან შეხვედრის დროს ხაზი გაუსვა, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დაგეგმის მიმდინარე სამუშაო პროცესს, რომელშიც აუცილებლად გათვალისწინებული იქნება ის ახალგაზრდული პროგრამები რა საკითხთა აქტუალობაც დასმულ და გაჟღერებულ იქნა შეხვედრის მსვლელობის მიმდინარეობის დროს.

კიდევ ერთხელ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია, მზაობას გამოთქვამს ითანამშრომლოს ახალგაზრდა თაობასთან, რათა ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქალაქისა და ქვეყნის განვითარების სასიკეთოდ.

www.prof-news.com